"როდის და რატომ მჭირდება იმპლანტაცია?"

რა სიტუაციაშია საჭირო იმპლანტების ჩახრახნა?
იმპლანტაცია გამოიყენება სხვადასხვა კლინიკურ შემთხვევებში, ერთი კბილის შეცვლიდან პირის ღრუს კომპლექსურ მკურნალობამდე, ყველა დაზიანებული კბილის ჩანაცვლებით.

აქ აღწერილია ყველაზე ხშირი შემთხვევები, როდესაც პაციენტები მიმართავენ სტომატოლოგიურ კლინიკებს იმპლანტაციისთვის.
იმპლანტების ჩახრახნა დაკარგული კბილების ნაცვლად
რა მოხდა?
კბილები – ერთი ან რამდენიმე – რაღაც პერიოდის წინ ამოღებული იყო.

რატომ არის საჭირო იმპლანტაცია? ეს არის გამძლე, ესთეტიკური შედეგით, არ მოქმედებს მიმდებარე კბილებზე. შესაფერისია სხვადასხვა კლინიკურ სიტუაციებში, მათ შორის ზედიზედ რამდენიმე კბილების არარსებობის, ძვლოვანი ქსოვილის დაკარგვის შემთხვევაში და ა.შ.

რამდენად რთულია? სირთულე დამოკიდებულია კლინიკურ სიტუაციაზე (მარტივი ოპერაციიდან რთულ კომპლექსურ მკურნალობამდე).

რა ღირს? ფასის წინასწარ განსაზღვრა რთულია, ის დამოკიდებულია იმპლანტების რაოდენობაზე და მკურნალობის სირთულეზე.

კიდევ რა ვარიანტები არსებობს? შესაძლო ალტერნატივები – ხიდი, ბუგელისებური პროთეზი. ეს ორი ვარიანტი არც თუ ისე ესთეტიკურად გამოიყურება და რაღაც დროის შემდეგ საჭიროებს შეცვლას. მოუხერხებელია ღეჭვა. გარდა ამისა, იცვლება თანკბილვა, პროთეზების ქვეშ კი თხელდება ძვლოვანი ქსოვილი. ზედიზედ რამდენიმე საღეჭი კბილის დაკარგვის შემხვევით, კბილებზე ჩვეულებრივი ხიდის გამოყენება არ შეიძლება, რადგან მას არ ექნება საყრდენი.
კომპლექსური მკურნალობა
რა მოხდა? პაროდონტიტი, სხვადასხვა ხარისხის კბილების დიდი რაოდენობით დაზიანება, კბილის მრავალჯერადი ამოღება.

რატომ არის საჭირო იმპლანტაცია? იმპლანტაციით მკურნალობა შესაფერისია სხვადასხვა სიტუაციებისთვის - ინდივიდუალური კბილების შეცვლიდან პირის ღრუს კომპლექსურ მკურნალობამდე, კბილების მთელი რიგის აღდგენით.

რამდენად რთულია? რთულია და, სავარაუდოდ, ხანგრძლივიც, რადგან საუბარია კომპლექსურ მკურნალობაზე, რომელშიც კლინიკის ყველა სპეციალისტი მონაწილეობს: პაროდონტოლოგი, ორთოპედი, თერაპევტი, ქირურგი, ტექნიკი.

რა ღირს? მკურნალობის ღირებულება საკმაოდ მაღალია, რადგან საჭიროება იმპლანტების დიდი რაოდენობით დანერგვა და დამატებითი პროცედურების ჩატარება.

კიდევ რა ვარიანტები არსებობს? ყველა კბილის დაკარგვის შემთხვევაში, ალტერნატიული გზაა ორი იმპლანტის დანერგვა და მათზე მოსახსნელი პროთეზის დამაგრებაა. კიდევ უფრო იაფი გზა — უბრალოდ მოსახსნელი პროთეზი, თუმცა ღეჭვა და საუბარი მოუხერხებელი იქნება, აგრეთვე დათხელდება ძვლოვანი ქსოვილი. კიდევ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მოსახსნელი პროთეზების გამოყენება ძლების განმავლობაში იწვევს პაციენტის პროფილის ცვლილებას.
ჩვეულებრივი მოსახსნელი პროთეზის ფიქსაციის გაუმჯობესება
რა მოხდა? მოსახსნელი პროთეზი ცუდად მაგრდება და პირის ღრუში არ ფიქსირდება.

რატომ არის საჭირო იმპლანტაცია? პროთეზის საგრძნობლად უკეთესი ფიქსაციაა, ხანგრძლივი გამოყენებაა და კომფორტი საკვების მიღებისას. პროთეზი მაინც მოსახსნელი იქნება და მისი მოვლა კი მარტივია.

რამდენად რთულია? მკურნალობა არ არის რთული და სავარაუდოდ მხოლოდ ორი იმპლანტი იქნება საჭირო.

რა ღირს? ძვირი არ არის, დაახლოებით ორი იმპლანტის დანერგვის ფასი. ზოგჯერ, შესაძლებელია უკვე არსებული პროთეზის გამოყენება, ახლის დამზადების გარეშე.

კიდევ რა ვარიანტები არსებობს? ალტერნატივა – ახალი, ტრადიციული მოსახსნელი პროთეზის დამაგრება. ღეჭვის პროცესი და საუბარი საკმაოდ მოუხერხებელი იქნება. გარდა ამისა, პროთეზის ქვეშ თხელდება ძვლოვანი ქსოვილი, რაც წლების შემდეგ პაციენტის პროფილის ცვლილებას გამოწვევს.
მოსახსნელი პროთეზის ფიქსირებულით ჩანაცვლება
რა მოხდა? მოსახსნელი პროთეზი ცუდად მაგრდება და პირის ღრუში არ ფიქსირდება.

რატომ არის საჭირო იმპლანტაცია? პაციენტს სურს უფრო ბუნებრივი კბილები: ბუნებრივი ვიზუალი, კარგი დიქცია, ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობა, ძვლის ატროფიისგან დაცვა, კომფორტი საკვების მიღებისას.

რამდენად რთულია? იმპლანტაციისას მკურნალობის სირთულე საკმაოდ მაღალია. საჭიროა დიდი რაოდენობით იმპლანტის და კბილის პროთეზის დანერგვა. შესაძლებელია დამატებითი პროცედურების ჩატარების აუცილებლობა წარმოიქმნას ძვლოვანი ქსოვილის გასადიდებლად.

რა ღირს? ძვირია, რადგან საჭიროა საკმაოდ დიდი რაოდენობით იმპლანტების დანერგვა, გვირგვინების და ხიდების დამზადება.

კიდევ რა ვარიანტები არსებობს?
ალტერნატივა – ახალი, ტრადიციული მოსახსნელი პროთეზის დამაგრება. ღეჭვის პროცესი და საუბარი საკმაოდ მოუხერხებელი იქნება. გარდა ამისა, პროთეზის ქვეშ თხელდება ძვლოვანი ქსოვილი, რაც წლების შემდეგ პაციენტის პროფილის ცვლილებას გამოწვევს.
ხიდის შეცვლა
რა მოხდა? არსებული ხიდისებრი პროთეზის შეცვლის დრო მოვიდა.

რატომ არის საჭირო იმპლანტაცია? ეს არის გამძლე, ესთეტიკური, არ მოქმედებს მიმდებარე კბილებზე.

რამდენად რთულია? იმპლანტაციის მკურნალობის სირთულე საშუალოა. თუ ძვალი პროთეზის ქვეშ დათხელდა, შესაძლოა საჭირო გახდეს ძვლის პლასტიკის ან სინუს-ლიფტინგის პროცედურები.

რა ღირს? იმპლანტაციის მკურნალობის ღირებულება საშუალოა, დამოკიდებულია დანერგილი იმპლანტების რაოდენობაზე. საჭიროა დამატებითი პროცედურების ჩატარება მიმდებარე კბილების აღსადგენად, რომლებზეც ხიდისებრი პროთეზი იყო დამაგრებული.

კბილის ამოღება და პროთეზირება
რა მოხდა? გარკვეული მიზეზით ხდება კბილის ამოღება და პაციენტს სურს გვირგვინის დაყენება მაშინვე.

რატომ არის საჭირო იმპლანტაცია? ეს არის გამძლე, ესთეტიკური, არ მოქმედებს მიმდებარე კბილებზე.

რამდენად რთულია? როგორც წესი, საუბარია მარტივ ოპერაციაზე, თითქმის ყოველთვის, იმპლანტის დანერგვა იმავე დღეს არის შესაძლებელი.

რა ღირს? ასეთ შემთხვევაში იმპლანტაციით მკურნალობის ფასი ორი კბილის ჩვეულებრივ მკურნალობისა და ხიდის დამაგრების საფასურს უდრის.

კიდევ რა ვარიანტები არსებობს? ალტერნატივა – ხიდისებრი პროთეზის დამაგრება. საჭიროა მიმდებარე კბილების დაქლიბვა, ხოლო თუ ისინი სრულად ჯანმრთელნი არ არიან - მკურნალობა. მოგვიანებით, მათ შეიძლება ხელმეორედ დასჭირდეთ მკურნალობა ან ამოღება. ხიდის ქვეშ გაგრძელდება ძვლის დაკარგვის პროცესი, შედეგი კი არაესთეტიკურად გამოიყურება. ხიდი მუდმივი კონსტრუქცია არ არის და მას აუცილებლად დასჭირდება ცვლილება ადრე თუ გვიან.
Made on
Tilda